ოდესაში საცოვრებელ კორპუსზე რუსული დრონით დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან დედისა და სამი თვის ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს.
ინფორმაციას ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.
რუსეთმა ქალაქზე თავდასხმა გამთენიისას განახორციელა. დრონი ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის ორი - 3 თვის და 3 წლის ბავშვია. მაშველებმა უკვე მოახერხეს ხუთი დაშავებულის ამოყვანა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.