რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დრონი საცხოვრებელ სახლს დაეცა.
რუსული ტელეგრამარხების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი პისკარიოვის გამზირზე მდებარე ხუთოთახიან სახლს დაეცა.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, ხოლო დაზიანებული ბინებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
მოგვიანებით, ქალაქის ჯანდაცვის კომიტეტმა გამოაცხადა, რომ პისკარიოვის მომხდარი მომხდარი ინციდენტის შედეგად ექვს მცხოვრებს სამედიცინო დახმარება დასჭირდა,
ტელეგრამარხებში ასევე ავრცელებენ ცნობას, რომ უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე ნავთობის ბაზა იყო, რომელიც დრონის ჩამოვარდნის ადგილიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს.