უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს ოდესაში რუსული იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა და 7 დაშავდა. ოდესისი მერის გენადი ტრუხანოვის თქმით, დაშავებულს შორის ერთი 3 წლის ბავშვია. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დანარჩენი 6 პირის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. როგორც ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ამბობს, შესაძლოა ნანგრევების ქვეშ კიდევ იყვნენ ადამიანები.
მისივე თქმით, ოკუპანტები ოდესას "შაჰიდის" ტიპის დრონებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.