ყოფილი სპორტსმენი, ზურა დათუნაშვილი ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულ პარტია "ახალის" გუნდს უერთდება.
“მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავერთო პოლიტიკაში. არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ვიყავი, ვიღაცისთვის შეიძლება წარმატებული, ვიღაცისთვის შეიძლება წარუმატებელი. პოლიტიკაში ვერთვები იმიტომ, რომ მაქვს ჩემი ღირებულებები, შეხედულებები და ამაზე საუბარი შემიძლია ყველასთან და ყველგან. პოლიტიკაში ვერთვები ახალ, ვიმეორებ, ახალ საუკეთესო გუნდთან ერთად" - ამბობს ზურა დათუნაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.