პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა არ გამორიცხა, რომ რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვა დააწესოს, როგორც ეს ლატვიამ გააკეთა. იუწყება Reuters
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია რუსეთიდან და ბელარუსიდან, რომელიც პოლონეთში შედის, ასევე იწვევს ბაზრის დაზიანებას, რის გამოც ფერმერები აღშფოთებულნი არიან.
„ლატვიამ გადაწყვიტა დაწესდეს ემბარგო რუსეთიდან {სასოფლო-სამეურნეო} პროდუქციის იმპორტზე. ჩვენ გავაანალიზებთ ლატვიის შემთხვევას და არ გამოვრიცხავ, რომ პოლონეთი გამოვიდეს შესაბამისი ინიციატივით“, - დასძინა მან.
ტუსკმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა „სერიოზულად უნდა გაამახვილოს ყურადღება რეგულაციების გაუმჯობესებაზე, როდესაც საქმე ეხება მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების იმპორტს აღმოსავლეთიდან“.
ევროპის უმეტესი ნაწილის მსგავსად, პოლონეთი ბოლო კვირების განმავლობაში მოიცვაფერმერების საპროტესტო აქციებმა, ფერმერები აპროტესტებდნენ ევროკავშირის გარემოსდაცვით რეგულაციებს. ასევე მათი თქმით, უკრაინის მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციაა სავაჭრო შეღავათების შემოღების შემდეგ.