ბელგია, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერმინისტრმა,ალექსანდრ დე კროომ, განაცხადა.
"ჩვენ ვერასდროს შევადარებთ იმ მსხვერპლს, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად იღებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ის, რაც მან მოითხოვა - მეტი საბრძოლო მასალა რუსი აგრესორის მოსაგერიებლად. ბელგია დააფინანსებს ჩეხეთის ინიციატივას 200 მილიონი ევროთ", - განაცხადა ბელგიის პრემიერმა.
მისი თქმით, მომდევნო კვირებში უკრაინა მეტი საბრძოლო მასალას მიიღებს.
ჩეხეთის ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ქვეყნების ჯგუფი დაეხმარება უკრაინაში არაევროპული საბრძოლო მასალის მიწოდების დაფინანსებაში, რომელიც საჭიროა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ პრაღამ მოიძია 800 000 საბრძოლო საბრძოლო მასალა, რომელთა ნახევარზე მეტი 155 მმ-იანი ჭურვებია. ჩეხეთი მზადაა იყოს შუამავალი უკრაინაში მათ მიწოდებაში. პაველის თქმით, ინიციატივას მხარი უკვე 15-მა ევროპულმა ქვეყანამ დაუჭირა.