მუხიანში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხუცი ცოლ-ქმარი დაიღუპა.
80 წლის მამაკაცისა და მისი მეუღლის - 78 წლის ქალის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც მათ ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.
მეზობლების თქმით, კარის შემტვრევის შემდეგ მაისურაძეების სახლში გაზის გამათბობელი ჯერ კიდევ ჩართული იყო. წინასწარი ინფორმაციით, გაზი მილიდან ჟონავდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინვე, გლდანის მე-8 მიკრორაიონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.