საუდის არაბეთში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა ტახტის მემკვიდრე პრინცს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდის და მასთან მშვიდობის ფორმულა განიხილა.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობას შეუძლია სამართლიანი გადაწყვეტილებების მოძებნაში დახმარება...
ჩვენ თანაბრად ვართ დაინტერესებული გლობალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინსიტრაციის განცახდებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ აღნიშნა საუდის არაბეთის სურვილი, დაეხმაროს უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის აღდგენას.
მხარეებმა მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო გზებზე ისაუბრეს.
მათ ასევე განიხილეს მშვიდობის ფორმულის განხორციელება.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მემკვიდრე პრინცს ღირებული რჩევებისთვის.
ზელენსკიმ პრინცს აცნობა პარტნიორებთან ერთად უკრაინის მზადების შესახებ ლიდერთა დონეზე პირველი გლობალური სამშვიდობო სამიტისთვის, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება.
ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინისა და საუდის არაბეთის ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში.
ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში დღეს ჩავიდა.