მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ადვოკატი ვასილი დუბკოვი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დუბკოვს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედება ბრალად, თუმცა, ჯერჯერობით მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.
ნავალნის სიკვდილის შემდეგ დუბკოვი ნავალნის დედას ლიუდმილა ნავალნაიას სალეხარდში ახლდა თან, სადაც შვილის ცხედრის დაბრუნების მცდელობებში ეხმარებოდა.
პოლიტიკოსის სამი სხვა ადვოკატი - ვადიმ კობზევი, იგორ სერგუნინი და ალექსეი ლიპცერი - ადრე დააკავეს "ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობის" საქმეზე. გამომძიებლების თქმით, ისინი კოლონიიდან ნავალნის წერილებს მის თანამოაზრეებს რეგულარულად გადასცემდნენ. მათი თქმით, მსჯავრდებული ოპოზიციონერი ამგვარად „განაგრძობდა ლიდერისა და მმართველის ექსტრემისტული თემის ფუნქციების შესრულებას“.
ნავალნის კიდევ ორი ადვოკატი, ალექსანდრ ფედულოვი და ოლგა მიხაილოვა, რომლებმაც მოახერხეს რუსეთის დატოვება, რუსეთის ხელისუფლებამ ძებნილთა სიაში შეიყვანა.