ჯერ შუაშისტებს რა ვუთხარი და შემდეგ ნიკა მელიას სახით შუაშისტების ლიდერს. მელია იყოს შუაშისტი შუაშისტების ლიდერად, როცა ადამიანი რაღაც იარლიყს მიიწებებს, მას იმ იარლიყით კი არ უნდა შევხედოთ, არამედ ორი და სამი დღის წინ რა აქვს ნაკეთები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„თუ ვინმე იტყვის, რომ ნიკა მელია არის კონსტრუქციული, მაშინ გავჩუმდებით, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ დროს ნიკა მელია სახელმწიფო რეკეტიორი იყო, რომელმაც თავის თავზე „ქართუ ბანკის“ დაყაჩაღება აიღო. ნიკა მელია ის ადამიანი იყო, ვინც პარლამენტის შტურმი, ცესკო-ს შტურმი და ყველანაირ არეულობაში წინ მიძვრებოდა. აქედან გამომდინარე, მისი კონსტრუქციულობა ორ ნაბიჯზე არ გაიშვა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში დაწერა: „დღეის მდგომარეობით კი, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, მყარი და პრინციპული და არა „შუაშისტური“, არჩევანი არის „არცერთი“, რაც არ ნიშნავს გადაუწყვეტელობას, ეს ნიშნავს მათ მყარ გადაწყვეტილებებსა და ცვლილების სურვილს”.