26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ტომას შუიოკის დანიშვნას.
შუიოკის პრეზიდენტად დანიშვნას მხარი უნგრეთის პარლამენტის 134-მა დეპუტატმა დაუჭირა, მხოლოდ ხუთი იყო წინააღმდეგი. შუიოკი იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz-ის მიერ შემოთავაზებული თანამდებობის ერთადერთი კანდიდატი.
შუიოკის წინამორბედმა, კატალინ ნოვაკმა თებერვალში თანამდებობა დატოვა სკანდალის გამო. ცნობილი გახდა, რომ მან ბავშვთა სახლში განხორციელებული სექსუალური შევიწროების დაფარვაში მსჯავრდებულის შეწყალების გადაწყვიტილება მიიღო, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა.
67 წლის შუიოკი უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტად დაინიშნა 2016 წელს. მანამდე, 2000-დან 2014 წლამდე ის ავსტრიის საპატიო კონსულადაც მუშაობდა.