ისტორიული დღეა,ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტენსონი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პემიერ-მინისტრი წერს, შვედეთი მზად არის, აიღოს თავისი პასუხისმგებლობა ალიანსის წევრების უსაფრთხოებისთვის.
„დღეს ისტორიული დღეა. ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთი მზად არის, აიღოს თავისი პასუხისმგებლობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, – წერს ულფ კრისტენსონი.