უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკის სომხეთში მოსალოდნელი ვიზიტი „რადიო თავისუფლების“ სომხურ ბიუროს დიპლომატიურმა წყარომ დაუდასტურა.
გამოცემის წყაროს ცნობით, სომხეთში ზელენსკის ვიზიტი 4 მარტს შედგება, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტი აზერბაიჯანში გაემგზავრება.
ვოლოდიმირ ზელენსკი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 2023 წლის ოქტომბერში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე არაფორმალური სამიტის ფარგლებში, ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეხვდნენ.
სომხეთში ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატებმა „რადიო თავისუფლების“ სომხურ ბიუროსთან საუბრისას, მიანიშნეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება.