ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები ამბობენ, რომ პოლიტიკოსის გაცვლა იგეგმებოდა.
„ამ დღეებში ფაქტობრივად მისი გაცვლა უნდა შემდგარიყო. პუტინს ეს შესთავაზეს “, - დაწერა პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა X-ში.
მანამდე გერმანულმა გამოცემა Bild-მა დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და გერმანიამ განიხილეს ნავალნის გაცვლა მის გარდაცვალებამდე.
ამასთან, ნავალნის მოკავშირემ მარია პევჩიხმა YouTube-ის არხზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ განიხილებოდა შეთანხმება ნავალნის და აშშ-ის ორი მოქალაქის გაცვლის შესახებ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული „ფეესბეს“ ოფიცრის, ვადიმ კრასიკოვის სანაცვლოდ.
„15 თებერვალს საღამოს დადასტურება მივიღე, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ფინალურ ეტაპზეა .16 თებერვალს ალექსეი მოკლეს“, - ამბობს პევჩიხი.