უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
მისი თქმით, მავალნის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
"შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ ის რაც ვიცით არის ის, რომ ის ნამდვილად გარდაიცვალა თრომბის შედეგად. და ეს მეტ-ნაკლებად დადასტურებულია. ეს ინტერნეტიდან არ არის აღებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ბუნებრივია [სიკვდილი]," - განაცხადა ბუდანოვმა.
ბუდანოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში რეჟიმი თავისთავად არ შეირყევა" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ჩვენი დახმარების გარეშე ეს არარეალურია".
მან დასძინა, რომ რუსეთში სტაბილური რეჟიმი საფრთხეა უკრაინისა და მსოფლიოსთვის, ამიტომ უკრაინა გააგრძელებს ოპერაციებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
"ვიდრე ჩვენთან ომია, პრობლემები იქნება რუსეთში", - თქვა ბუდანოვმა.