დღეს, 29 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე საუკეთესო ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის ავტორ 25 მასწავლებელს დააჯილდოებს.
მათ მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგების პროგრამაში "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში". ტრენინგების განმავლობაში მასწავლებლებმა ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის გეგმები და სასწავლო პროექტები შექმნეს, რისთვისაც ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.