ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კალიფორნიაში ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს შეხვდა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტი ბაიდენი დღეს სან-ფრანცისკოში შეხვდა იულია და დაშა ნავალნაიებს, რათა გამოეხატა გულითადი მწუხარება რუსეთის ციხეში ალექსეი ნავალნის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. პრეზიდენტმა აღფრთოვანება გამოხატა თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთისთვის, ალექსეი ნავალნის არაჩვეულებრივი გამბედაობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალექსეის მემკვიდრეობა გაგრძელდება იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მთელ რუსეთში და მთელ მსოფლიოში გლოვობენ მის დაკარგვას და იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის. მან დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია ხვალ გამოაცხადებს ახალ მასშტაბურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ალექსეის სიკვდილის, რუსეთის რეპრესიებისა და უკრაინაში მისი სასტიკი და უკანონო ომის საპასუხოდ“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.