ბატონო შალვა, ძალიან დიდი მადლობა იმ მოხსენებისთვის, რაც თქვენ დღეს წარადგინეთ. მე ამაყი ვარ რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში მომიწია საქმიანობა თქვენი თავმჯდომარეობის განმავლობაში,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
"ბატონო შალვა, ძალიან დიდი მადლობა იმ მოხსენებისთვის, რაც თქვენ დრეს წარადგინეთ. მე ამაყი ვარ რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში მომიწია საქმიანობა თქვენი თავმჯდომარეობის განმავლობაში, თქვენ ხართ ის ადამიანი რომელსაც არამარტო წარმატებული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ქვეყნის სასიკეთოდ, არამედ ურთიერთობები შეუძლია ისეთი ჰქონდეს თავის კოლეგებთან, რომელიც სამაგალითო შეიძლება გახდეს...
მინდა იმ ნეგატივსაც გავუსვა ხაზი და დაგემდუროთ იმ საკითხში, რომ არ ამეცადინებთ ოპოზიციას იმაში, რა უნდა თქვას ანგარიშში ეკონომიკის მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ჯანდაცვის მინისტრმა, სოციალური მიმართულებით ვინ უნდა ილაპარაკოს, რატომ არ ამეცადინებთ ბატონო შალვა? ესეთი დავარცხნილები, დაბალ ტონალობაში რომ ლაპარაკობენ," - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.