რადიკალებმა სცადეს პოლიტიკურ იარაღად ექციათ შობის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"ხდება ნებისმიერი საკითხის პოლიტიზება და შემდეგ მათი პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. ამ გზაზე არაფერი მათთვის წმინდა აღარ არსებობს. რადიკალებმა განხეთქილების საბაბად აქციეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკა, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღი, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეც კი, ესეც არ იკმარეს და სულ ახლახან პოლიტიკურ იარაღად სცადეს ექციათ შობის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.