საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წლიური მოხსენება შთამბეჭდავი იყო.
„ძალიან ძლიერი და შთამბეჭდავი მოხსენება ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს. მართლაც ძალიან ამაყი ვარ, რომ საქართველოს პარლამენტს ასეთი ლიდერი ჰყავს, რომელსაც უნარი აქვს, ღრმა და ყოვლისმომცველი რეპორტებით წარსდგეს საზოგადოების წინაშე. ვფიქრობ, მისი საუბარი როგორც წარსულზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, ერთნაირად საინტერესო იქნებოდა როგორც პარლამენტის წევრებისთვის, ისე საზოგადოებისთვის და დიპლომატიური კორპუსისთვის“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.