ირაკლი კობახძე როცა ევროპაშია, მაშინ ძალიან მშვიდი და ღუღუნა ხმით საუბრობს ევროპაზე", - ამის შესახებ პარტია "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.
„ზოგადად რუსეთის სტილია ეს, ორი სახე ჰქონდეს და "ქართული ოცნება" ძალიან წარმატებით აკოპირებს ამას. კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ თვალთმაქცობას, რომ მთელი ეს ბაქიბუქი და თავდასხმები ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე და მათი დადანაშაულება საქართველოს წინააღმდეგ რაღაც ტიპის კონსპირაციისთვის, ეს არის შიდა მოხმარებისთვის გამოგონილი ტყუილები, რომ თავისი მხარდამჭერები კვებოს ამ ტყუილებით. როგორც ვხედავთ, როცა ევროპაშია, მაშინ ძალიან მშვიდი და ღუღუნა ხმით საუბრობს ევროპაზე", - განუცხადა ნაცვლიშვილმა ტვ პირველს.
ირაკლი კობახიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში 19 თებერვალს გაემგზავრა.