სამარცხვინოა, მათი ბილწსიტყვაობა ყოველგვარ ზღვარს გასცდა - ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ "ქართული ოცნებაზე" საუბრისას ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
„მე არ ვიცი რამ გააღიზიანა ეს ხალხი {„ქართული ოცნება“}. მათი ბილწსიტყვაობა ყოველგვარ ზღვარს არის გაცდენილი და სამარცხვინოა, სამარცხინოა რომ ასეთი ადამიანები მაღალ თანამდებობებს იკავებენ. მე კრიტიკის არ მეშინია და არცერთ კითხვას და წინააღმდეგობას არ გავქცევივარ, მაგრამ როდესაც თავდასხმა იწყება შეურაცხყოფით, ეს არის დიდი პროვინციალიზმი, აქ არ ვგულისმხობ გეოგრაფიულ დაბადების ადგილს. ეს არის პროვნციალიზმი, რომლითაც იმართება დღეს ქვეყანა.
როდესაც ქალაქის მიერ არჩეული მერი ასე მეტყველებს, ყველა ქალაქელი უნდა დაფიქრდეს, იქ რამდენად დიდი შეცდომა დაუშვა, რომ ასეთი პროვინციული აზროვნების ადამიანი ხელმძღვანელობს ჩვენს ქალაქს და ასამარებს მის ლანდშაფტს, ისტორიულ მდგომარეობას და გამოუსწორებელ ბეტონიზაციას აკეთებს ჩვენი ქალაქის. არაფერს ვლაპარაკობ პარლამენტში მსხდომ ადამიანებზე, რომელებიც პასუხის ღირსიც არ არიან. ამიტომ კითხვა, რატომ გაღიზიანდენ, უნდა დავუსვათ მის ბატონს. ეს ადამიანები, სამწუხაროდ, არ არიან თავისუფლები, ეს არის პრობლემა, როდესაც ადამიანი თავის ბედს ჩააბარებს ერთ ადამიანს, იქ მთავრდება ყველაფერი.
ჩვენ ხომ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის სულამოცლილი პოლიტიკოსები, რომლებსაც როგორც კი აღარ დასჭირდება გადააგდეს ხოლმე და ამათაც ვნახავთ ასეთ მდგომარეობაში", - განაცხადა ხაზარაძემ.