„ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ რობერტა მეცოლასთან მქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა. საქმიანთან ერთად, მეგობრული შეხვედრა. ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა ასევე მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო ყველა იმ თემას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებასთან.
„ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ რობერტა მეცოლასთან მქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა. საქმიანთან ერთად, მეგობრული შეხვედრა. ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა ასევე მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ გვქონდა პროგრესი კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით. მას მადლობა გადავუხადე და ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებასთან“, - განაცხადა პრემიერმა.