გვარამია როდესაც ამბობს, რომ კითხვები აღარ აქვს გახარიასთან, უკვე ნიშნავს, რომ გახარია ოფიციალურად და არაოფიციალურადაც ქორწინებაშია „ნაცმოძრაობასთან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არასერიოზულობა იქაც ჩანს, რომ ოპოზიციაში ხუთი ლიდერი შეიკრიბება და ექვსი პარტია იქმნება, ყველა ქმნის ცალ-ცალკე პარტიას და ეს მათი არასერიოზულობა მიუღებელი საზოგადოებისთვის.
„გვარამია როდესაც ამბობს, რომ კითხვები აღარ აქვს გახარიასთან, უკვე ნიშნავს, რომ გახარია ოფიციალურად და არაოფიციალურადაც ქორწინებაშია „ნაცმოძრაობასთან“. გვარამია წარმოადგენს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ განშტოებას, ისევე როგორც მელია. ამიტომ, ახლა რაც არ უნდა ამტკიცონ მელიამ, გვარამიამ, გახარიამ თუ ხაზარაძემ, რომ ჩვენ არ ვართ „ნაცმოძრაობა“, ისინი წარმოადგენენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ერთი ან ორი საკითხი დაასახელონ, სადაც არის პრინციპული შეუთანხმებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებს შორის. ვერ ასახელებენ, სააკაშვილზეც კი ვერავინ ამბობს ვერაფერს. აქედან გამომდინარეობს ზუსტად, რომ სააკაშვილი მათ შორის სამომავლოდ ზურაბიშვილი და ა.შ, არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამ ფრთის ქვეშ არის მელიაც, გახარიაც, გვარამიაც და ხაზარაძეც“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ნიკა გვარამიამ განაცხადა: „გახარიასთან დაკავშირებით, წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ“. ამასთან გვარამიას თქმით გიორგი გახარიას კოალიციაში ხედავს.