საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
კობახიძე აღნიშნავს, რომ ძალიან სასარგებლო საუბარი ჰქონდა შარლ მიშელთან მჭიდრო და ნაყოფიერი პარტნიორობის შესახებ.
„ვაფასებ შარლ მიშელის საქართველოს მიმართ მხარდაჭერას, რადგან ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ვემზადებით შემდეგი ეტაპისთვის – საქართველოს ევროკავშირის სრული წევრობისთვის. საქართველო იმსახურებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირის ოჯახში“, – წერს ირაკლი კობახიძე.