რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ, მოუწოდა ევროკავშირს, არ აღიაროს რუსეთის მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და გააძლიერო სანქციები პუტინის ელიტის წინააღმდეგ.
„პუტინმა ჩემი ქმარი მოკლა ე.წ. არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე. ეს არჩევნები ყალბია, მაგრამ პუტინს მაინც სჭირდება პროპაგანდისთვის. მას სურს, რომ მთელმა მსოფლიომ დაიჯეროს, რომ რუსეთში ყველა მხარს უჭერს და მისით აღფრთოვანებულია. არ დაიჯეროთ ამ პროპაგანდის. არ აღიაროთ ეს არჩევნები“, - განაცხადა ნავალნაიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე.
ასევე, მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა შემოიღოს პირადი სანქციები პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ. „დაახლოებით 500-მდეა. ცნობილი სახეები, მომღერლები და მსახიობები, რომლებიც კამპანიას უწევენ პუტინს, მხარს უჭერენ მას და ეხმარებიან მის მკვლელ რეჟიმს გადარჩენაში. თუ მათ ასე უყვართ პუტინი, რატომ აქვთ სახლები და ვილები ევროპაში? მათი შვილები და ცოლებიც აქ არიან“, - აღნიშნა ნავალნაიამ.
გარდა ამისა, იგი საჭიროდ მიიჩნევს სანქციების დაწესებას პუტინთან დაკავშირებული რუსი მილიარდერების ოჯახების წინააღმდეგ, რადგან ისინი „დიდად არ დაზარალდნენ“ და ყველაფერი, რასაც ევროკავშირში ფლობდნენ, ნათესავებსა და მეგობრებს გადასცეს. „ვლადიმირ პუტინის ყოფილი მეუღლის ლუდმილას ვილა ბიარიცში, კორუფციული ფულით ნაყიდი, ჯერ არ დაუკავებიათ! პუტინის მეგობრები უბრალოდ დაგცინიან“, - თქვა ნავალნაიამ.
მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს განასხვავონ პუტინი და რუსეთი და დაეხმარონ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ ომისა და დიქტატურის გამო. „მათ სჭირდებათ თანაგრძნობა და დაცვა. ისინი არ უნდა დაისაჯონ, მათ უნდა დაეხმარონ. ეს ადამიანები ერთ დღეს გახდებიან მომავლის მშვენიერი რუსეთის ნაწილი. მათ სურთ დაეხმარონ რუსეთს ნორმალურ ქვეყნად იქცეს, რათა მალე დაბრუნდნენ სახლში და თქვენც უნდა დაეხმაროთ მათ ამაში“, - აღნიშნა ნავალნაიამ.
მანამდე, იულია ნავალნაიამ რუსებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ გააგრძელებს ალექსეი ნავალნის საქმეს. „ალექსეის მკვლელობით, პუტინმა მოკლა ჩემი ნახევარი, ჩემი გულის და ჩემი სულის ნახევარი. მაგრამ მე მაინც მაქვს მეორე ნახევარი და ის მეუბნება, რომ არ მაქვს უფლება დავნებდე.მე გ ავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მან.