ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას განცხადებით, „კოლექტიური“ დასავლეთის მადა და აქტიურობა იზრდება.
”ჩვენ რეალურად ვიმყოფებით გაჭიანურებული დიდი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში, დაშინების ისეთივე ძველი მეთოდების გამოყენებით. პროგნოზები იმედგამაცრუებელია. კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტივობა მხოლოდ გაიზრდება. ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ნატო-ს გაფართოებას. მდგომარეობა მათთვის უფრო ხელსაყრელია. პირდაპირ ვიტყვი, ზედმეტი დიპლომატიის გარეშე: თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი გადაიქცა აშშ-ს მოქალაქედ. ეჭვს არ იწვევს ის, თუ ვისი პოლიტიკა, ვისი ინტერესები დომინირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე - განაცხადა ლუკაშენკამ.
ლიუკაშენკას თქმით, საფუძველსმოკლებული არ არის, შესაძლო მესამე მსოფლიო ომის საფრთხე.
„ფინეთის ნატო-ში შესვლა და სადაცაა შვედეთისაც, აღმოსავლეთით ექსპანსიის მორიგი ეტაპია. შეათრევენ ალიანსში ბოსნია ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს, სერბეთს, და ეს ყველაფერი უკრაინის სცენარით მოხდება“, - თქვა ლუკაშენკამ.