„ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილმა განცხადებით, „ლელოს“ ლიდერმა“ მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს 2011-2012 წლების ქმედებები ვერ აპატია, როდესაც მან „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა.
„ამ კაცმა იკადრა და საკუთარ საზოგადოებას რეპრესიებით ემუქრება, გადასახლებით ემუქრება ბიძინა ივანიშვილს. რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის უანგაროდ? მივმართავ ხაზარაძე-ჯაფარიძის კლასტერს. ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება და შესაძლებლობები საკუთარ ქვეყანას მიანდო, გაუზიარა თუ რამ გააჩნდა. თქვენ მას ვერ პატიობთ ყველაზე დიდი ქველმოქმედებას, ეს არის 2011-2012 წლების ამბები, როდესაც მან საკუთარი თავი, სიცოცხლე, ოჯახის ბედ-იღბალი სასწორზე შეაგდო და უთანასწორო ბრძოლაში ბეჭებზე დადო „ნაციონალური მოძრაობა“. თქვენ სად იყავით ამ დროს? იქნებ, რეჟიმთან შეზრდილები, შეხმატკბილებულები ძალიან კომფორტულად გრძნობდით თავს და რეჟიმის დავალებებსაც კომფორტულად ასრულებდით. ასე რომ როზნერი კი, არა როზნერების არმიაც რომ იყოს, არაფერი გეშველებათ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.