ვლადიმირ პუტინი და მისი რეჟიმი პასუხს აგებენ ალექსეის სიკვდილის გამო, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში ალექსეი ნავალნის ცოლთან, იულია ნავალნაიასთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
იულია ნავალნაია ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო.
„ჩვენ გამოვუცხადეთ ევროკავშირის ღრმა მწუხარება იულია ნავალნაიას.
ვლადიმირ პუტინი და მისი რეჟიმი პასუხს აგებენ ალექსეის სიკვდილის გამო.
როგორც იულიამ თქვა, პუტინი რუსეთი არ არის. რუსეთი არ არის პუტინი.
ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ“, - განაცხადა ბორელმა.