"ქართული ოცნება" რუსეთისთვის ყველაზე კომფორტული პარტნიორია, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ის ეთანხმება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ რუსეთი წინასაარჩევნოდ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას შეეცდება.
„ჩვენთან რომ ჩაერევა, ამას რად უნდა ლაპარაკი და რა თქმა უნდა, და ყველაზე კომფორტული პარტნიორი რუსეთისთვის არის "ქართული ოცნება". ბევრი რამის გამო, გაიხედეთ... ან საგარეო თვალსაზრისით ან საშინაო თვალსაზრისით. როგორი მექანიზმებით და რა ინსტრუმენტებით ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ალბათ ყველა შესაძლებელი თუ შეუძლებელი გზით“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.