საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შემთხვევითი არ ყოფილა, როცა ნავალნის გარდაცვალების შესახებ მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე გამოცხადდა.
ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს არ არის უბრალო დამთხვევა, არამედ გზავნილი კრემლიდან ფორუმის ყველა მონაწილისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის დამახასიათებელია აჩვენოს, რომ „ის აკეთებს იმას, რაც სურს დასადაც უნდა“.
"მე ვფიქრობ, რომ შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ნავალნის გარდაცვალება მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით თუ წუთით ადრე გამოცხადდა. რუსეთისთვის დამახასიათებელია, შეეცადოს, ფსიქოლოგიურად გავლენა მოახდინოს, რომ რუსეთი აკეთებს იმას, რასაც უნდა და სადაც უნდა. ვფიქრობ, რომ ეს მიუნხენის კონფერენციისთვის გზავნილი იყო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.