ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რომ საომარ სიტუაციაში ვართ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფრენეციაზე განაცხადა.
„არ მგონია, რომ ევროპაში უმაღლეს პოლიტიკურ, საშუალო დონეზე მყოფი პირები და, ზოგადად, საზოგადოება ხვდება, რომ ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. დღეს ვერ იტყვი, კი ბატონო, მაგრამ, მოდი, დავიცადოთ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ სხდომაზე გადავწყვიტოთ, ერთ თვეში. არა, რადგანაც სამ თვეში შეიძლება, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყოს ბრძოლის ველზე.
ვერ დაველოდებით ევროპარლამენტის არჩევნებს და ვერ დავიწყებთ მეტ დეტალებში ჩაღრმავებას. ეს პოლიტიკის სხვა განზომილებაა. ამ სიტუაციაში ხალხი უფრო მეტად სწრაფი, მოქნილი უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ბევრი სტრატეგია, მაგრამ ძალიან ცოტა მოქმედება“, – განაცხადა ბორელმა.