ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე თავს დეფერნებში სხვადასხვა ლიდერებთან გადაღებული ფოტოებით იწონებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
ის მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში პრეზიდენტის შეხვედრებს გამოეხმაურა.
„სალომე ზურაბიშვილს საქართველომ და ქართულმა საზოგადოებამ მისცა თავის დროზე ის უფლებამოსილება და სტატუსი, რომლითაც ის ახლა მიუნხენის კონფერენციას ესწრება და ასე ვთქვათ, დერეფანში სხვადასხვა ლიდერებთან გადაღებული ფოტოებით იწონებს თავს, თუმცა, ამისთვის არ მიუნიჭებია ჩვენს ამომრჩეველს ეს სტატუსი და მაშინ, როდესაც ის ამბობს, რომ თურმე საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ დაეწიოს უკრაინას და მოლოდვას ევროკავშირის გზაზე, მე მიჩნდება კითხვა, რაში უნა დავეწიოთ, ქალბატონო სალომე, უკრაინას ომში თუ მოლდოვას დსთ-ს წევრობაში? მისი განცხადება კი კოალიციურ მთავრობასთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ელემენტალურად პოლიტიკური უვიცობის ან მეორეს მხრივ, მის პირად ინტერესებს ემსახურება, - თქვა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშილი დღეს სიტყვით წარდგება.