უკრაინის საჰაერო ძალებმა კიდვ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ საჰაერო ძალების მეთაური მიკოლა ოლეშჩუკი იუწყება. „კიდევ ერთი სუ-34 „წარმატებით დაბრუნდა“ ბაზაზე“, - თქვა ოლეშჩუკმა.
თვითმფრინავის გარდა უკრაინის დამცველებმა ასევე ჩამოაგდეს „შაჰედის“ ტიპის 12 დრონი და ერთი Х-59-ის ტიპის საავიაციო რაკეტა.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას С-300-ის ტიპის 6 საზენიტო მართვადი რაკეტით, Х-22-ის ტიპის 3 ფრთოსანი რაკეტით, Х-59მართვადი საავიაციო რაკეტით, ასევე 14 „შაჰედით“ შეუტიეს.
თვითმფრინავი უკრაინელებმა აღმოსავლეთ მიმართულებაზე ჩამოაგდეს.
მანამდე, 17 თებერვალს დილით, აღმოსავლეთის მიმართულებით, საჰაერო ძალებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის ერთდროულად სამი თვითმფრინავი: ორი რუსული სუ-34 და ერთი სუ-35.