უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებას საგაზაფხულო სესიის დასაწყისში მოახდენს.
უნგრეთის ლიდერმა თქვა, რომ ბუდაპეშტის დავა სტოკჰოლმთან დასასრულს მიუახლოვდა.
"ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად. ჩვენ ვმოძრაობთ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებისკენ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პარლამენტი მუშაობას 26 თებერვალს უბრუნდება.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრიომმა ამ კვირაში განაცხადა, რომ უნგრეთში უახლოეს ხანებში ელოდება რატიფიკაციის პროცესის დასრულებას.
ორბანის პარტიის დეპუტატებმა თებერვლის დასაწყისში მოითხოვეს, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი ბუდაპეშტში შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლზე კენჭისყრამდე ჩასულიყო.
კრისტერსონმა გამორიცხა შემდგომი მოლაპარაკება ბუდაპეშტთან, თუმცა თქვა, რომ მზად იქნება ორბანთან შეხვედრისთვის, როგორც კი უნგრეთის პარლამენტი განაცხადის რატიფიცირებას მოახდენს.