ვფიქრობ, რომ წითელი ხაზი, რომელიც ფარავს NATO-ს ყველა წევრს პუტინი მის გადაკვეთას ვერ გაბედავს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა "Bloomerg"-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოჰყვება თუ არა ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს გაერთიანებას რუსეთის მხრიდან რაიმე რისკი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მიუხედავად უკრაინაში არსებული სიტუაციისა, არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც პუტინი ვერ გაბედავს.
“რუსეთმა უკრაინაში შეჭრაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო და ეს არ იყო რამეზე რეაქცია, ეს იყო ქმედება, აგრესია და ვფიქრობ, რომ წითელი ხაზი, რომელიც ფარავს NATO-ს ყველა წევრს პუტინი მის გადაკვეთას ვერ გაბედავს. ეს უკვე მრავალჯერ დამტკიცდა. და რა თქმა უნდა, ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნისათვის, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა ნათელია, რომ NATO-ს კავშირში ყოფნა, დაცულობისა და უსაფრთხოების ერთადერთი გზაა და ჩვენ სხვა გზა არ ვიცით. ევროკავშირის გაფართოება NATO-ს გაფართოებასთან ერთად მიდის და ეს ორიენტაცია საქართველომ თავის კონსტიტუციაში ჩაწერა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.