ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება სამწუხაროა, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რატომ დუმს საქართველოს ხელისუფლება ნავალნის გარდაცვალებაზე.
„ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება სამწუხაროა. სხვა რაიმე დამატებითი კომენტარი მე ამ თემაზე არ მაქვს“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.