მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკითხი არის მარტივად, ის გახლავთ სისხლის სამართლის დამნაშავე და ყოველგვარი შედარება უინტერესოა, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რა განსხვავება და მსგავსებაა ალექსეი ნავალნსა და მიხეილ სააკაშვილს შორის.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი შედარება ყოველგვარ მიზანს არის მოკლებული.
„ყოველგვარი შედარება ზოგადად უინტერესოა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკითხი არის მარტივად – ის გახლავთ სისხლის სამართლის დამნაშავე, თან არა მსუბუქი დანაშაულისთვის, არამედ ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა და რეჟიმი საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მან საკუთარი სასჯელის ყოველი დღე მოიხადოს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების წინაშე. ნებისმიერი შედარება ყოველგვარ მიზანს არის მოკლებული. ჩვენთვის მთავარი ფოკუსი არის მიხეილ სააკაშვილი, როგორც დამნაშავე. მან უნდა მოიხადოს საკუთარი სასჯელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.