ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით ტყუილია ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება სამძიმარს არ უცხადებს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ოჯახს.
„ტყუილია, რომ „ქართული ოცნება“ დუმილს ინარჩუნებს. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება, შეფასება გაკეთდა და სწორი დამოკიდებულება იქნა გაცხადებული. ახლაც გეტყვით, დიახ, ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა ბევრი თვალსაზრისით და მათ შორის იმით, რომ არის მსხვერპლი არასწორი დამოკიდებულების,ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების. ამიტომ, ბუნებრივია, არავის არ აქვს უფლება, დღეს საქართველოში ისაუბროს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე დუმილით შეხვდა ამ გარემოებას, რეაქცია არ აქვს. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციაში არის ეს პრობლემები დაკავშირებული ადამიანის უფლებების დარღვევასთან და ამის მსხვერპლი საქართველოც გამხდარა საუბედუროდ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.