როგორც ვხვდები, ხელმოწერები არის „ნაციონალური ამომრჩევლისთვის“, მე მანდ არაფერ შუაში ვარ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროცესში რაღაც ქმედებები უნდა აჩვენოს მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, გასაგებია. პრინციპში, ეს ჰქონდა დაპირება ახალ თავმჯდომარესაც და ამას პროცესში შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია. შესაბამისად, ხელმოწერების შეგროვება პროცესის გაგრძელების მცდელობა მგონია. თუმცა, პრეზიდენტი რომ იწყალებს და ამას ხელმოწერები არ შველის, ეს გასაგებია. შესაბამისად, დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რაც, მე არ ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობაში იყოს გარკვეულწილად ახლებურად წარმოჩენილი, ვიდრე ეს აქამდე იყო“, – განაცხადა აქუბარდიამ.
მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რასაც სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.