საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში ერთმანეთს მიესალმნენ.
სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მათ შორის მოკლე საუბარი შედგა.
მიუნხენში უსაფრთხოების რიგით მე-60 კონფერენცია იმართება.