უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთში ნავალნის გარდაცვალება ადასტურებს, რომ პუტინი მკვლელია და ადამიანებმა, ვინც მას ხმას მისცემს, უნდა გაიგონ, რომ მკვლელს აირჩევენ. ამის შეესახენ მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.
„თქვენთან ერთად ვხედავთ, რომ მკვლელი მონაწილეობს არჩევნებში, ადამიანებმა, ვინც მას ხმას მისცემს, ნათლად უნდა გაიგონ, რომ ხმას მისცემენ მკვლელს და აირჩევენ მკვლელს პრეზიდენტად.
ადამიანებმა, რომლებსაც დღეს ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ ამ კაცთან, უნდა იცოდნენ, რომ ლიდერობის დონის მიუხედავად, ისინი გამოიმუშავებენ სისხლიან ფულს, რადგან მკვლელთან აქვთ კონტრაქტები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ლიდერები, რომლებიც არჩევნების შემდეგ მიესალმებიან პუტინის არჩევას, უნდა იცოდნენ, რომ ისინი მკვლელის ლეგიტიმაციას მოახდენენ.