ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ბორელმა და ფონ დერ ლაიენმა აღნიშნეს, რომ ალექსეი ნავალნი გაბედულად დაბრუნდა რუსეთში საშინელი მკვლელობის მცდელობის შემდეგ და იმედი გაუჩინა რუსეთში დემოკრატებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ ის კოლონიაში გაგზავნა და მისი ადვოკატების დევნა დაიწყო.
„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ რუსეთს, უზრუნველყო მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ასევე გამოვთქვამდით შეშფოთებას მის მიმართ არასათანადო მოპყრობის, გაუმართლებელი და უკანონო დისციპლინური ზომების და ციხის ხელისუფლების მხრიდან მისი დამცირების გამო, რაც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წამებას უტოლდება.
ის ნელ-ნელა მოკლეს პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა რეჟიმმა, რომლებსაც საკუთარი ხალხის განსხვავებული აზრზე მეტად არაფრის ეშინიათ. ჩვენ ყველა ღონეს გამოვიყენებთ, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ხელისუფლებამ პასუხი აგონ. მოვითხოვთ რუსეთის ხელისუფლებისგან, დაადგინონ ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი», - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.