"ნავალნის მკვლელობა, უმძიმესი ფაქტია" - ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამძიმარი მსოფლიოში თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს ეკუთვნის.
მისი თქმით, ნავალნი იყო პუტინის გამორჩეული კრიტიკოსი და "მისი სიკვდილი არის რუსეთში არსებული დიქტატურის სახე" და თუ როგორ უსწორდება კრემლი ოპონენტებს.
"მას სასიკვდილო განაჩენი მაშინ გამოუტანეს, როცა ბოლოს გადაასახლეს არქტიკაში და უმძიმეს პირობებში ჰყავდათ. ასე რომ ძალიან სამწუხაროა რასაც ვამბობ, მაგრამ ეს იყო მოსალოდნელი და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ერთ დღეს, ყველა ადამიანი, ვინც ბრალდებული იქნება აუცილებლად და დამნაშავეა ამ საქმესა და სხვა მსგავს საქმეებში, აუცილებლად აგებს პასუხს. არაფერია მუდმივი და სამწუხაროა, რომ ადამიანებს ეს არ ესმით".- განაცხადა წერეთელმა.