„2024 წელი ნამდვილად იქნება ხელისუფლების ცვლილების წელი და საქართველოს მოქალაქის და ქართული ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერების დასაწყისი“ - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.
მანჯგალაძის თქმით „ქართული ოცნების“ განცხადებები საქართველოს მოქალაქეების სიღარიბეში და სტრესში ცხოვრებას ემსახურება
„პაპუაშვილისა და ივანიშვილის პარტიის განცხადებები მიუთითებს, რომ მათ უნდათ მუდმივ სტრესსა და სიღარიბეში აცხოვრონ საქართველოს მოქალაქეები.
შესაბამისად, აშკარაა ძალიან მკვეთრი სხვაობაა მოქალაქეების მიმართ ჩვენი და ივანიშვილის პარტიის დამოკიდებულებას შორის.
მათგან განსხვავებით, ჩვენ გვინდა, რომ მოქალაქე იყოს დასაქმებული, ლაღი და საქართველო მდიდარი.
ამიტომ არჩევანი მარტივია, თუ გვინდა შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, თუ გვინდა ჩვენი მოქალქები არ გარბოდნენ საქართველოდან მხარი უნდა დავუჭიროთ ხელისუფლების ცვლილებას.
ვისაც მოსწონს მუდმივ სტრესში, დაძაბულობასა და სიღარიბეში ცხოვრება, მათ დაუჭირონ მხარი ივანიშვილის და მისი პარტიის კვლავ გამდიდრებას და ხალხის ძარცვას .
2024 წელი ნამდვილად იქნება ხელისუფლების ცვლილების წელი და საქართველოს მოქალაქის და ქართული ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერების დასაწყისი“ - პაატა მანჯგალაძე.