რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.
რუსული მედიის მტკიცებით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს, ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.
რუსი ოპოზიციონერის დაღუპვის ოფიციალური მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის გარდაცვალების მიზეზის შესახებ არაფერი იცის და ამბობს, რომ ფედერალური ციხის სამსახური მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს.
ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნდა, სადაც მკურნალობას და რეაბილიტაციას გადიოდა ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ.