სამარცხვინოა, რომ პრემიერმა არ გადაწყვიტა მიუნხენის კონფერენციაზე წასვლა და იმალება - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, კარგია, რომ საქართველოს სკამი ცარიელი არ იქნება და მას წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
კარგია ძალიან, რომ პრეზიდენტი წავიდა, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, სადაც აუცილებელია, რომს აქართველოს ხმა ისმოდეს. "ოცნების" სურვილი და რუსეთის სურვილი არის ის, რომს აქართველო ამოვარდეს რეგიონული და გლობალური დღის წესრიგიდან. ამიტომ ძალიან სამარცხვინოა, რომ მაგალითად პრემიერმა არ გადაწყვიტა იქ წასვლა და იმალება მაშინ, როდესაც იქ გლობალური საკითხები წყდება. ამ ფონზე განსაკუთრებით კარგია, რომ საქართველოს სკამი ცარიელი არ იქნება და მას წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი", - ამბობს ნაცვლიშვილი.