„ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვება არავისში ეჭვს არ წარმოშობს, – ამის შესახებ საქართველოს პარალმენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ნებისმიერი გამოკითხვა აჩვენებს, სად არის „ქართული ოცნება“ და ერთად აღებული „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა დანაყოფით. ეს მაჩვენებელი იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ 100 ხმა კი არა, ჩვენ 113 ხმაზე ვსაუბრობთ. საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ 113 მანდატია . ის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს იგებს, ეს არავისში ეჭვს არ წარმოშობს. დამაჯერებელი მოგების გარდა, არჩევნებში ქართველი ხალხი ყველას, ყველა რადიკალს ხმას გააგონებს შიგნითაც და გარეთაც, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის რეკონსტრუქციას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი დაირაზმოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” მიანიჭოს“, – განცხადა პაპუაშვილმა.