საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი კილიან მბაპე კლუბს ტოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მბაპემ "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტს აცნობა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
მბაპე "პსჟ"-ში 2017 წლიდან თამაშობს. პსჟ-სთან ერთად მან ხუთჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, სამჯერ საფრანგეთის თასი და სუპერთასი და ორჯერ საფრანგეთის ლიგის თასი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მბაპე შესაძლოა მადრიდის რეალში გადავიდეს.