„ქართულმა ოცნებამ თავისი ახალი თავმჯდომარის პრეზენტაცია მიუძღვნა მამუკა ხაზარაძეს და მის დისკრედიტაციას, - ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა ოთარ აბესაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
აბესაძის თქმით, მოსახლეობასთან რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, მმართველი პარტია ოპონენტების დისკრედიტაციით არის დაკავებული.
„ამის მიზეზი არის ერთი, რომ „ქართულ ოცნებაში“ აქვთ ინფორმაცია, რომ ლელოსა და მამუკა ხაზარაძისადმი არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა აშშ-ში, ევროკავშირში და ცდილობენ მოახდინონ მისი დისკრედიტაცია და გაშავება. ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას ელაპარაკონ მათ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მიდიან გამიზნულად შავი პიარისკენ.
გარანტირებულად ვიძახი, რომ 2024 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ეს იქნება გარდამტეხი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც მოსახლეობა სადღეგრძელოს არ მოისმენს და ყველა პოლიტიკოს მის მიერ ნათქვამ სიტყვაზე გაჰყვება ბოლომდე და აახსნევინებს იმ დაპირებას, როგორ, რანაირად გააკეთებს. საზოგადოება უყურებს იმას, თუ ვინ ჰპირდება რაღაცის გაკეთებას - ყველა ადამიანს თავისი ეკონომიკური ბექგრაუნდი აქვს, რა შეუქმნია, რამდენი ადამიანი დაუსაქმებია, რამდენი ფული შემოუტანია თავისით ქვეყანაში და როდესაც ადამიანს 100 ლარის დოვლათი არ შეუქმნია თავისი ოჯახისთვის, ის სხვას როგორ მოემსახურება - საზოგადოება დღეს მიანიჭებს უპირატესობას პროფესიონალებს, ვისაც რეალურად უკეთებია საქმე, სამწუხაროდ, დღეს არცერთი არ საუბრობს პროფესიულად ეკონომიკურ განვითარებაზე, გარდა მარშალის გეგმისა, მარშალის გეგმაში წერია დეტალურად ნიუანსები ეკონომიკური,“ - ამბობს აბესაძე.